პროექტის წარმოდგენა
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის საკონტაქტო
ინფორმაცია
სახელი:გელა
გვარი:ტაბატაძე
მობილურის
ნომერი:595445042
რაიონი:ახალციხე
სკოლა:სსიპ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლა
საგანი:ფიზიკური აღზრდა
პროექტის აღწერილობა
პროექტის სახელწოდება -
„საფარა“ ერთ–ერთი უძველესი ხუროთმოძღვრების ძეგლი
შესავალი: პროექტის მიზანი:
Ø მოსწავლეები გაეცნონ კუთხეს
Ø შეისწავლონ და გაუფრთხილდნენ ისტორიულ ძეგლებს,
Ø პატივი სცენ რელიგიას და კულტურას.(მინი ლექცია მამაოსთან.)
Ø უკეთ გაიცნონ „საფარი“–ს სამონასტრო კომპლექსი, როგორც
არქიტექტურული ხელოვნების უკვდავი ძეგლი
Ø დააკავშირონ იმ ეპოქის პოლიტიკურ მდგომარეობასთან
Ø დაათვალიერონ და შეადარონ ის სხვა ისტორიულ ძეგლს შინაარსობრივი,
ვიზუალური და გარეგნული კუთხით.
კლასი: 5-6 კლასები.
პროექტის მნიშვნელობა:ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტი მნიშვნელოვანია იმ გარემოებათა გამო, რომ
Ø შეისწავლიან საფარის ადგილმდებარეობას, მისი დაარსებისა და იმ გარემო
პირობების დაძლევის შესახებ რაც ამ ტაძრის მშენებლობას დროს იქნა გამოვლენილი,
Ø შეძლონ ისტორიული დროის გაგება, ეპოქის განცდა
Ø გაითავისონ რელიგიისა და კულტურის პატივისცემა
Ø „საფარი“–ს როგორც ერთ-ერთი უძველესი ხუროთმოძღვრების
ძეგლის დანიშნულება და მისი რელიგიური მნიშვნელობა საქართველოსა და მოსახლეობისათვის.
პროექტის აღწერა და განხორციელება
პროექტის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც სოფელ ანდრიაწმინდის მოქმედ ტაძარში მოსწავლეები
დაესწრნენ წირვა –ლოცვას.შემდეგ გაკვეთილზე შეხვედრის დროს მოსწავლეებმა
გამოიჩინეს ინიციატივა, რომ მოგვეწყო ექსკურსის ერთ–ერთ უძველეს ტაძარში. მე მათი
ასაკიდან გამომდინარე შევარჩიე ყველაზე ახლოსმდებარე და ერთ–ერთი უძველესი
ხუროთმოძღვრების ძეგლი.
მოსწავლეების ინტერესმა განმახორციელებინა
ეს პროექტი, რათა გამეჯანსაღებინა და გამეფართოვებინა მათთვის ცოდნა ჩვენი ისტორიის და უნიკალური
ძეგლების შესახებ, რამაც საფუძველი დაუდო საქართველოს შენარჩუნებას. განისაზღვრა მშობელთა და მოსწავლეთა როლი პროექტში, დავგეგმეთ აქტივობები და შევუდექითმუშაობას, რომლის
დაწყებამდეც მოვაგვარეთ საორგანიზაციო საკითხები, შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და
გავანაწილეთ დროში.
მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
Ø მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი შემოქმედებითი
შესაძლებლობის რეალიზებას (შემოქმედებითი წერა, ნახატების ხატვა, კომპოზიციებისა და
ესეები შექმნა, რაც შემდეგ წარდგენილ და გამოყენებულ იქნება პრეზეტნაციისას.
Ø დააგროვებენ ცოდნას „საფარი“–ს სა,მონასტტრო
კომპლექსის მშენებლობაზე, მის მშენებლობაში
მონაწილე პირებისა და მასში მსახური მამაოებისა და მორჩილების ღვაწლს.
Ø დაგროვებული ცოდნით შქმნიან თვალსაჩინოებებს
პლაკატებს, რაც გამოიკვრება მათ საკლასო ოთახში.
Ø
გაიაზრებენ საკუთარ პასუხისმგებლობას ეროვნული ღირებულებების (ამ შემთხვევაში
ისტორიული და სამონასტრო კომპლექსის) დაცვაში. ექსკურსიის წარმატებულად და უსაფრთხოდ
წარმართვისათვის ვამზადებთ შემდეგ პროცედურებს
Ø
პროექტისათვის თემის შერჩევა საფარა
Ø
საპროექტო
ჯგუფის ჩამოყალიბება. (რომელიც შედგება დირექტორის, მოსაწავლეების მათი მშობლებისა
და მასწავლებლებისაგან)
Ø
პროექტის
გეგმის შემუშავება. მოიძიონ ინფორმაცია საფარას
მონასტრის შესახებ,ინტერნეტის გამოყენებით.ინფორმაცია გადაამოწმონ კომპენტენტურ პირებთან
და სანდო წყაროების გამოყენებით
Ø
მონასტრის
დათვალიერება და შესწავლა
Ø
გეოგრაფიული
მდებარეობის განსაზღვრა.
Ø
ფოტო–ვიდეო
გადაღება.
Ø
მოპოვებული
და შესწავლილი მასალის საფუძველზე წერილობითი
დოკუმენტაციის შექმნა და შემდეგ მათი წარდენა სკოლის სხვა მოსწავლეებისათვის.
რეფლექსია
სოციალური პროექტი
თემაზე ,,საფარა” ერთ–ერთი
უძველესი ხუროთმოძღვრების ძეგლი. პროექტი დაგეგმილ იქნა მოსწავლეებთან ერთად. პროექტის
მიზანია: შეისწავლონ საფარის ადგილმდებარეობა, მისი დაარსების ისტორია, შეისწავლონ,
გაუერთხილდნენ და პატივისცენ რელიგიას და კულტურას, შეძლონ ისტორიული დროის გაგება
და იმ ეპოქის განცდა.
აღნიშნულმა პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეების, მშობლებსა
და მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი უნარის განვითარებას. მათ უკეთ გაცნობას. მოსწავლეების
განსაკუთრებული თვისებების აღმოჩენას.
პროექტის ძლიერი მხარე იყო ის რომ,მოსწავლეებმა თავისუფლად
შეძლეს თავიანთი თვისებების უკეთ წარმოჩენა. მოსწავლეები გამოირჩეოდნენ მაღალი მოტივაციით.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მონასტერი და გაიგეს მისი დაარსების ისტორია.გადაიღეს სამახსოვრო
ფოტო–ვიდეო სურათები. შეძლეს მოპოვებული ინფორმაციის შეჯერება და მის საფუძველზე წერილობითი
დოკუმენტაციის შექმნა.
კლასში ანალიზისა და პრეზენტაციის საფუძველზე ისწავლეს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად
მიღების უნარ-ჩვევა. გამოუმუშავდებათ თანამშრომლობითი უნარი.
x
No comments:
Post a Comment