კოლეგებთან სამუშაო შეხვედრაში მონაწილე მასწავლებლის
გელა ტაბატაძის გაკვეთილის გეგმა
საგანი: ფიზიკური
აღზრდა
მასწავლებელი: გელა
ტაბატაძე
საკონტაქტო ნომერი
595-44-50-42
კლასი: მეხუთე
მოსწავლეთა რაოდენობა:
2
გაკვეთილის ჩატარების
თარიღი: 30 ოქტომბერი
გაკვეთილის თემა:
წელიწადის დროების დამასახიათებელი ნიშნები
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენონ
წელიწადის დროები (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი), მათი თანმიმდევრობა დროში
და მათი დამახასიათებელი ნიშნები.
განსაზღვრავენ თვითოეული წელიწადის დროების მნიშვნელობას
და მათ დადებით მხარეებს.
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხების
მოგვარება 2 წთ.
გაკვეთილის მიზნის
გაცნობა 3წთ
დღეს ჩვენ გავიხსენებთ და მეტ ინფორმაციას შევიტყობთ
წელიწადის დროების შესახებ.ამოვიცნობთ სურათებზე
და განვალაგებთ მათ შესაბამისი თანმიმდევრობით.
წინარე ცოდნის გააქტიურება 7 წთ
მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებისა და აქტიურობის მიზნით
მასწავლებელი მათ უსვამს ინდივიდუალურ კითხვებს: რამდენი წელიწადის დროა?
რა დამახასიათებელი
ნიშნები გააჩნიათ მათ?
რა სარგებელი მოაქვს
თითოეულ წელიწადის დროს?
გამოწვევის ფაზა
3 წთ
მასწავლებელი მოუწოდებს მოსწავლეებს დასმულ შეკითხვებზე გამართონ დისკუსია და თითოეული მათგანის მიერ წარმთქმულ
აზრს დაამატონ და შეავსონ ნაკლოვანების შემთხვევაში.
აქტივობა პირველი
7წთ
მოსწავლეებს ვაძლევ სურათებს მასზე გამოხატული წელიწადის
დროების მიხედვით და ვავალებ, მოიცნოს და მიუწეროს
თავისი სახელი ყველა დროს.
შედეგი:მოსწავლეს გამოუმუშავდა აზროვნებისა და უკვე
ნასწავლი ინფორმაციის შედეგად წელიწადის დროების ამოცნობა, მათი განცალკევება და გარჩევა
ერთმანეთისაგან.
აქტივობა მეორე
10წთ
მოსწავლეებს ვურიგებ სუფთა თაბახის ფურცლებს და ვაძლევ
დავალებას, რომ შეძლებისდაგვარად დახატონ წელიწადის დროები, ჩამოაყალიბონ აზრები მათი
დადებითი თვისებებისა და სარგებლის მოტანის შესახებ. ამ ნახატებს ჯფუფის წევრები წარმოადგენენ
პრეზენტაციაზე, რომლის შექმნაშიც ყველამ მოსწავლემ
თანაბრად მიიღო მონაწილეობა.
შედეგი: მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება გამოხატონ თავისი
აზრები, მოუმინონ სხვებს და გაითვალისწინონ სხვისი აზრი, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის
სოციალური, კომუნიკაციური და ინტერპერსონალური უნარების განვითარებას.
აქტივობა მესამე
10 წთ
მოსწავლეები მათ მიერ შექმნილ ნახატებზე დაყრდნობით
გამართავენ პრეზენტაციას, ადარებენ წინარე ცოდნას ახლანდელთან შედარებით, რა გაიგეს
მეტი, ავსებენ ერთამნეთის ინფორმაციას. მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი შეფასებით.
შედეგი: ადარებს და აჯგუფებს ინფორმაციის მიხედვით წელიწადის
დროებს, ხვდებიან როგორ განასხვავონ ეს დროები ერთმანეთისგან და მათ გარშემო მყოფებს
გააცნონ ინფორმაცია წელიწადის დროების განუზომელი სარგებლის შესახებ. პრეზენტაციის
მსვლელობისას კი მოსწავლე გადალახავს და დაძლევს
საზოგადოების ფართო არეალთან შეხვედრის შიშს.
მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი ნიშნების გამოყენება წელიწადის
დროების გასარჩევად და ასაღწერად, რომლის დროსაც წელიწადის დროების ამსახველ ნახატებს
დაალაგებს თანმიმდევრობის მიხედვით.
სასწავლო რესურსი: სახელმძღვანელო, სახატავი ფანქრები,
თაბახის ფურცლები, ილუსტრირებული სურათები.
კლასის ორგანიზების
ფორმები: ჯგუფური.
საშინაო დავალება:
3 წთ.
მოსწავლეებს ვურიგებ წინასწარ გამზადებულ ნახატებს,
რომელზეც დატანილი იმ ქვეყნების სურათები, სადაც არ არის წელიწადის დროების როგორც
მკაცრი სიცივე, ისე ძალზედ გაუსაძლისი სიცხე,
ვაძლევ დავალებას მოიძიონ ამ ქვეყნების შესახებ ინფორმაცია და აღწერონ ის გარემოებები, თუ რით არის გამოწვეული ეს სახესხვაობა.
მაგალითისთვის. ანტაქტიდაზე ყოველთვის სიცივეა,ზაფხულიც კი, როცა ქვეყნების უმეტესობაში
ჰაერის ტემპერატურა პიკს აღწევს 45 გრადუს–ცელსიუსი, რაც სავალალო შედეგს იწვევს იქ
მაცხოვრებელთათვის.
რეფლექსია
კოლეგებთან შეხვედრის მიზანი იყო ჯფუფური დავალების
ტიპის შერჩვა, რომელიც სწავლების პროცესში ერთე–ერთი ეფექტური მეთოდია. კოლეგებთან
შეხვედრის დროს გავეცანით და განვიხილეთ ჯგუფური მუშაობის დავალების ტიპების დადებითი
და უარყოფითი მხარეები. ვისაუბრეთ, როგორ გავაკონტროლოთ ჯგუფური მუშაობის დროს წარმოქმნილი
უარყოფითი მხარეები და განვსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების ხერხები.შეხვედრის მსველელობის
დროს მასწავლებლებმა ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი გამოცდილება. პარალელურად შესრულებულ
დავალებებზე დაყრდნობით ვგეგმავდით მუშაობის ახალ მეთოდებს.
კოლეგებთან თანამშრომლობის დროს გავიუმჯობესე ჯგუფური
მუშაობის დავალების ტიპის შერჩევის მეთოდი, რომელიც გამოვიყენე საგაკვეთილო პროცესში.
სხვა კლასებში სადაც მომეცემა საშუალება მოსწავლეებს
ვამუშავებ ჯფუფურად, ინდივიდუალურად და ასევე წყვილებში.
მოსწავლეები ვამუშავე ჯგუფურად მთელი გაკვეთილის მსვლელობისას,
რადგან ასეთი მუშაობის დროს მოსწავლეები თანამშრომლობის გზით სწავლობენ ამოცანების
გადაჭრას, სხვისი აზრის მოსმენის გატვალისწინებას და პატივისცემას, ასევე სხვისი აზრის
დასწავლის შესაძლებლობას თუ მისი აზრი მეტად შეეფერება მოცემულ საკითხს და რეალობასთან
უფრო ახლოს დგას.
ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეს უვითარდება თანაგრძნონისა
და სოციალური უნარები. აცნობიერებს, რომ ყველა ადამიანს აქვს სუსტი და ძლიერი მხარე.
ასეთი მეთოდი ხელს უწყობს მოსწავლის სოციალურ, კომუნიკაციურ და პერსონალური მონაცემების
განვითარებას.
No comments:
Post a Comment