Saturday, 9 November 2019

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა


კოლეგებთან სამუშაო შეხვედრაში მონაწილე მასწავლებლის გელა ტაბატაძის გაკვეთილის გეგმა

საგანი: ფიზიკური აღზრდა
მასწავლებელი: გელა ტაბატაძე
საკონტაქტო ნომერი 595-44-50-42
კლასი: მეხუთე
მოსწავლეთა რაოდენობა: 2
გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 30 ოქტომბერი
გაკვეთილის თემა: წელიწადის დროების დამასახიათებელი ნიშნები
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენონ წელიწადის დროები (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი), მათი თანმიმდევრობა დროში და მათი დამახასიათებელი ნიშნები.
განსაზღვრავენ თვითოეული წელიწადის დროების მნიშვნელობას და მათ დადებით მხარეებს.
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება 2 წთ.
გაკვეთილის მიზნის გაცნობა 3წთ
დღეს ჩვენ გავიხსენებთ და მეტ ინფორმაციას შევიტყობთ წელიწადის დროების შესახებ.ამოვიცნობთ სურათებზე  და განვალაგებთ მათ შესაბამისი თანმიმდევრობით.

წინარე ცოდნის გააქტიურება  7 წთ
მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებისა და აქტიურობის მიზნით მასწავლებელი მათ უსვამს ინდივიდუალურ კითხვებს: რამდენი წელიწადის დროა?
რა დამახასიათებელი ნიშნები გააჩნიათ მათ?
რა სარგებელი მოაქვს თითოეულ წელიწადის დროს?
გამოწვევის ფაზა 3 წთ
მასწავლებელი მოუწოდებს მოსწავლეებს დასმულ შეკითხვებზე  გამართონ დისკუსია და თითოეული მათგანის მიერ წარმთქმულ აზრს დაამატონ და შეავსონ ნაკლოვანების შემთხვევაში.
აქტივობა პირველი 7წთ
მოსწავლეებს ვაძლევ სურათებს მასზე გამოხატული წელიწადის დროების მიხედვით და ვავალებ, მოიცნოს  და მიუწეროს თავისი სახელი ყველა დროს.
შედეგი:მოსწავლეს გამოუმუშავდა აზროვნებისა და უკვე ნასწავლი ინფორმაციის შედეგად წელიწადის დროების ამოცნობა, მათი განცალკევება და გარჩევა ერთმანეთისაგან.

აქტივობა მეორე 10წთ
მოსწავლეებს ვურიგებ სუფთა თაბახის ფურცლებს და ვაძლევ დავალებას, რომ შეძლებისდაგვარად დახატონ წელიწადის დროები, ჩამოაყალიბონ აზრები მათი დადებითი თვისებებისა და სარგებლის მოტანის შესახებ. ამ ნახატებს ჯფუფის წევრები წარმოადგენენ პრეზენტაციაზე, რომლის შექმნაშიც  ყველამ მოსწავლემ თანაბრად  მიიღო მონაწილეობა.
შედეგი: მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება გამოხატონ თავისი აზრები, მოუმინონ სხვებს და გაითვალისწინონ სხვისი აზრი, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის სოციალური, კომუნიკაციური და ინტერპერსონალური უნარების  განვითარებას.
აქტივობა მესამე 10 წთ
მოსწავლეები მათ მიერ შექმნილ ნახატებზე დაყრდნობით გამართავენ პრეზენტაციას, ადარებენ წინარე ცოდნას ახლანდელთან შედარებით, რა გაიგეს მეტი, ავსებენ ერთამნეთის ინფორმაციას. მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი შეფასებით.
შედეგი: ადარებს და აჯგუფებს ინფორმაციის მიხედვით წელიწადის დროებს, ხვდებიან როგორ განასხვავონ ეს დროები ერთმანეთისგან და მათ გარშემო მყოფებს გააცნონ ინფორმაცია წელიწადის დროების განუზომელი სარგებლის შესახებ. პრეზენტაციის მსვლელობისას კი  მოსწავლე გადალახავს და დაძლევს საზოგადოების ფართო არეალთან შეხვედრის შიშს. 
მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი ნიშნების გამოყენება წელიწადის დროების გასარჩევად და ასაღწერად, რომლის დროსაც წელიწადის დროების ამსახველ ნახატებს დაალაგებს თანმიმდევრობის მიხედვით.
სასწავლო რესურსი: სახელმძღვანელო, სახატავი ფანქრები, თაბახის ფურცლები, ილუსტრირებული სურათები.
კლასის ორგანიზების ფორმები: ჯგუფური.
საშინაო დავალება: 3 წთ.
მოსწავლეებს ვურიგებ წინასწარ გამზადებულ ნახატებს, რომელზეც დატანილი იმ ქვეყნების სურათები, სადაც არ არის წელიწადის დროების როგორც მკაცრი სიცივე,  ისე ძალზედ გაუსაძლისი სიცხე, ვაძლევ დავალებას მოიძიონ ამ ქვეყნების შესახებ ინფორმაცია და აღწერონ  ის გარემოებები, თუ რით არის გამოწვეული ეს სახესხვაობა. მაგალითისთვის. ანტაქტიდაზე ყოველთვის სიცივეა,ზაფხულიც კი, როცა ქვეყნების უმეტესობაში ჰაერის ტემპერატურა პიკს აღწევს 45 გრადუს–ცელსიუსი, რაც სავალალო შედეგს იწვევს იქ მაცხოვრებელთათვის.

რეფლექსია
კოლეგებთან შეხვედრის მიზანი იყო ჯფუფური დავალების ტიპის შერჩვა, რომელიც სწავლების პროცესში ერთე–ერთი ეფექტური მეთოდია. კოლეგებთან შეხვედრის დროს გავეცანით და განვიხილეთ ჯგუფური მუშაობის დავალების ტიპების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ვისაუბრეთ, როგორ გავაკონტროლოთ ჯგუფური მუშაობის დროს წარმოქმნილი უარყოფითი მხარეები და განვსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების ხერხები.შეხვედრის მსველელობის დროს მასწავლებლებმა ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი გამოცდილება. პარალელურად შესრულებულ დავალებებზე დაყრდნობით ვგეგმავდით მუშაობის ახალ მეთოდებს.
კოლეგებთან თანამშრომლობის დროს გავიუმჯობესე ჯგუფური მუშაობის დავალების ტიპის შერჩევის მეთოდი, რომელიც გამოვიყენე საგაკვეთილო პროცესში.
სხვა კლასებში სადაც მომეცემა საშუალება მოსწავლეებს ვამუშავებ ჯფუფურად, ინდივიდუალურად და ასევე წყვილებში.
მოსწავლეები ვამუშავე ჯგუფურად მთელი გაკვეთილის მსვლელობისას, რადგან ასეთი მუშაობის დროს მოსწავლეები თანამშრომლობის გზით სწავლობენ ამოცანების გადაჭრას, სხვისი აზრის მოსმენის გატვალისწინებას და პატივისცემას, ასევე სხვისი აზრის დასწავლის შესაძლებლობას თუ მისი აზრი მეტად შეეფერება მოცემულ საკითხს და რეალობასთან უფრო ახლოს დგას.
ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეს უვითარდება თანაგრძნონისა და სოციალური უნარები. აცნობიერებს, რომ ყველა ადამიანს აქვს სუსტი და ძლიერი მხარე. ასეთი მეთოდი ხელს უწყობს მოსწავლის სოციალურ, კომუნიკაციურ და პერსონალური მონაცემების განვითარებას.

სოციალური პროექტი საფარაში ექსკურსია

პროექტის წარმოდგენა

 
 
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია
სახელი:გელა
გვარი:ტაბატაძე
მობილურის ნომერი:595445042
რაიონი:ახალციხე
სკოლა:სსიპ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლა
საგანი:ფიზიკური აღზრდა
 
 
 
 
პროექტის აღწერილობა
პროექტის სახელწოდება -  „საფარა“ ერთ–ერთი უძველესი ხუროთმოძღვრების ძეგლი
 
შესავალი: პროექტის მიზანი:
Ø მოსწავლეები გაეცნონ კუთხეს
Ø შეისწავლონ და გაუფრთხილდნენ ისტორიულ ძეგლებს,
Ø პატივი სცენ რელიგიას და კულტურას.(მინი ლექცია მამაოსთან.)  
Ø უკეთ გაიცნონ „საფარი“–ს სამონასტრო კომპლექსი, როგორც არქიტექტურული ხელოვნების უკვდავი ძეგლი
Ø დააკავშირონ იმ ეპოქის პოლიტიკურ მდგომარეობასთან
Ø დაათვალიერონ და შეადარონ ის სხვა ისტორიულ ძეგლს შინაარსობრივი, ვიზუალური და გარეგნული კუთხით.
 
     კლასი: 5-6 კლასები.
პროექტის მნიშვნელობა:ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტი მნიშვნელოვანია იმ გარემოებათა გამო, რომ
Ø შეისწავლიან საფარის ადგილმდებარეობას, მისი დაარსებისა და იმ გარემო პირობების დაძლევის შესახებ რაც ამ ტაძრის მშენებლობას დროს იქნა გამოვლენილი,
Ø შეძლონ ისტორიული დროის გაგება, ეპოქის განცდა
Ø გაითავისონ რელიგიისა და კულტურის პატივისცემა
Ø „საფარი“–ს როგორც ერთ-ერთი უძველესი ხუროთმოძღვრების ძეგლის დანიშნულება და მისი რელიგიური მნიშვნელობა საქართველოსა და მოსახლეობისათვის.
 
 
პროექტის აღწერა და განხორციელება
პროექტის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც სოფელ ანდრიაწმინდის მოქმედ ტაძარში მოსწავლეები დაესწრნენ წირვა –ლოცვას.შემდეგ გაკვეთილზე შეხვედრის დროს მოსწავლეებმა გამოიჩინეს ინიციატივა, რომ მოგვეწყო ექსკურსის ერთ–ერთ უძველეს ტაძარში. მე მათი ასაკიდან გამომდინარე შევარჩიე ყველაზე ახლოსმდებარე და ერთ–ერთი უძველესი ხუროთმოძღვრების ძეგლი.
მოსწავლეების ინტერესმა განმახორციელებინა ეს პროექტი, რათა გამეჯანსაღებინა და გამეფართოვებინა  მათთვის ცოდნა ჩვენი ისტორიის და უნიკალური ძეგლების შესახებ, რამაც საფუძველი დაუდო საქართველოს შენარჩუნებას. განისაზღვრა მშობელთა და მოსწავლეთა როლი პროექტში, დავგეგმეთ აქტივობები და შევუდექითმუშაობას, რომლის დაწყებამდეც მოვაგვარეთ საორგანიზაციო საკითხები, შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და გავანაწილეთ დროში.
 
 
 
მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
Ø მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობის      რეალიზებას (შემოქმედებითი წერა, ნახატების ხატვა, კომპოზიციებისა და ესეები შექმნა, რაც შემდეგ წარდგენილ და გამოყენებულ იქნება პრეზეტნაციისას.
Ø დააგროვებენ ცოდნას „საფარი“–ს სა,მონასტტრო კომპლექსის  მშენებლობაზე, მის მშენებლობაში მონაწილე პირებისა და მასში მსახური მამაოებისა და მორჩილების ღვაწლს.
Ø დაგროვებული ცოდნით შქმნიან თვალსაჩინოებებს პლაკატებს, რაც გამოიკვრება მათ საკლასო ოთახში.
Ø გაიაზრებენ საკუთარ პასუხისმგებლობას ეროვნული ღირებულებების (ამ შემთხვევაში ისტორიული და სამონასტრო კომპლექსის) დაცვაში. ექსკურსიის წარმატებულად და უსაფრთხოდ წარმართვისათვის ვამზადებთ შემდეგ პროცედურებს 
Ø პროექტისათვის თემის შერჩევა საფარა
Ø საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება. (რომელიც შედგება დირექტორის, მოსაწავლეების მათი მშობლებისა და მასწავლებლებისაგან)
Ø პროექტის გეგმის  შემუშავება. მოიძიონ ინფორმაცია საფარას მონასტრის შესახებ,ინტერნეტის გამოყენებით.ინფორმაცია გადაამოწმონ კომპენტენტურ პირებთან და სანდო წყაროების გამოყენებით
Ø მონასტრის დათვალიერება და შესწავლა
Ø გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა.
Ø ფოტო–ვიდეო გადაღება.
Ø მოპოვებული და შესწავლილი მასალის საფუძველზე წერილობითი  დოკუმენტაციის შექმნა და შემდეგ მათი წარდენა სკოლის სხვა მოსწავლეებისათვის.
 
 
 
 
 
რეფლექსია

სოციალური  პროექტი თემაზე ,,საფარა”  ერთ–ერთი უძველესი ხუროთმოძღვრების ძეგლი. პროექტი დაგეგმილ იქნა მოსწავლეებთან ერთად. პროექტის მიზანია: შეისწავლონ საფარის ადგილმდებარეობა, მისი დაარსების ისტორია, შეისწავლონ, გაუერთხილდნენ და პატივისცენ რელიგიას და კულტურას, შეძლონ ისტორიული დროის გაგება და იმ ეპოქის განცდა.
აღნიშნულმა პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეების, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი უნარის განვითარებას. მათ უკეთ გაცნობას. მოსწავლეების განსაკუთრებული თვისებების აღმოჩენას.
პროექტის ძლიერი მხარე იყო ის რომ,მოსწავლეებმა თავისუფლად შეძლეს თავიანთი თვისებების უკეთ წარმოჩენა. მოსწავლეები გამოირჩეოდნენ მაღალი მოტივაციით. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მონასტერი და გაიგეს მისი დაარსების ისტორია.გადაიღეს სამახსოვრო ფოტო–ვიდეო სურათები. შეძლეს მოპოვებული ინფორმაციის შეჯერება და მის საფუძველზე წერილობითი დოკუმენტაციის შექმნა.
კლასში ანალიზისა და პრეზენტაციის   საფუძველზე ისწავლეს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიღების უნარ-ჩვევა. გამოუმუშავდებათ თანამშრომლობითი უნარი.
 
 
 
 
 
 
 
 
x


Friday, 20 November 2015

რეფლექსია დღე მეცხრე

დღევანდელ დღეს ავტვირთე სლაიდი და ამით დავამთავრეთ ყველაფერი, მე მაგალითად ამ ტრენინგმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა და ძალიან  ბევრი რამ შემძლინა.

Thursday, 19 November 2015

რეფლექსია მეშვიდე დღე

დღეს ვიმუშავეთ სლაიდებზე და ძალიან საინტერესო იყო ყველაფრის გაკეთება ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

Saturday, 14 November 2015

რეფლექსია დღე მეშვიდე

დღევანდელ დღეს ავტვირთეთ ჩვენი ნაშრომები და ძალიან საინტერესო იყო

რეფლექსია მეექვსე დღე

დღეს ვიმუშავეთ შაბლონში და განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები და შეფასების გეგმა. ძალიან საინტერესოა და აუცილებელი ჩვენთვის.

რეპლექსია მეხუთე დღე

ტ რ ე ნ ი ნ გ ი ს     მ ე ხ უ თ ე     დ ღ ე   ....... ვისწავლეთ     driv   -- ში მუშაობა    და პორტფოლიოს გამოქვეყნება. დღევანდელი დღე  იყო არაჩვეულებრივი ჩემთვის, ბედნიერი ვარ რომ ვსწავლობ სიახლეებს.